არსენალი ისაკის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს
ნიუკასლ იუნაიტედის ლიდერი, ალექსანდრ ისაკი არ ჩქარობს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. შვედ თავდამსხმელს “კაჭკაჭებთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლამდე აქვს, ნიუკასლის მესვეურებს კი მისი გახანგრძლივება სურთ.
ისაკის მიმართ დიდ ინტერესს ლონდონის არსენალი იჩენს და თავად მოთამაშესაც აქვს სურვილი. არტეტას გუნდში ითამაშოს. მიმდინარე სეზონის ბოლოს თუ ნიუკასლი ვერ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას, დიდი შანსია, ისაკმა ტრანსფერი მოითხოვოს.
ნიუკასლი თავის ლიდერს 115 მილიონად აფასებს. არის იმის ალბათობა, რომ არსენალმა ეს თანხა გადაიხადოს ან სხვა შეთანხმებას მიაღწიოს “შავ-თეთრებთან“. ეს ურთულესი იქნება, მაგრამ არაა გამორიცხული, მომდევნო ზაფხულს არსენალმა ისაკის სახით ტოპ ტრანსფერი შეათანხმოს.
ლონდონური გუნდი, ისაკის გარდა, შეტევის გასაძლიერებლად, ვიქტორ გიოკერსის და ბენჟამინ შეშკოს ვარიანტებს განიხილავს.

გასულ სეზონში ისაკმა პრემიერ ლიგის 30 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა.
ლონდონური გუნდი, ისაკის გარდა, შეტევის გასაძლიერებლად, ვიქტორ გიოკერსის და ბენჟამინ შეშკოს ვარიანტებს განიხილავს.