ავტორიზაცია

არსენალი კუნდეთი ინტერესდება

არსენალი კუნდეთი ინტერესდება
თარიღი 28 ივნ 2024, 12:50
ლონდონის არსენალი ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. მიკელ არტეტას სურვილია, რომ გუნდში მაღალი კონკურნცია იყოს. ესპანელმა სპეციალისტმა, უკვე შეარჩია თავისთვის მისაღები კანდიდატი და ეს საფრანგეთის ნაკრების და ბარსელონას უკანახაზელი ჟულ კუნდეა. ''ბლაუგრანას'' გაყიდვები სჭირება, რომ მოახერხოს ახალი მოთამაშეების დარეგისტრირება და კუნდესც არაა წინააღმდეგი, გუნდის შეცვლის. 

ფრანგის სურვილია, ცნეტრალურ მცველად თამაში, რასაც ბარსელონაში ვერ პირდებიან. ხოლო არსენალში დიდი შანსია ცენტრალურ მცველად ვიხილოთ. არსენალი იმას მისცემ კუნდეს რაც სურს, მაგრამ საკითხავია არის თუ არა, ლონდონური გუნდი 75 მილიონის გადამხდელი, სწორედ ამდენად აფასებს თავის ფეხბურთელს ესპანური გუნდი.

ამ წუთისთვის კუნდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და საპლეიოფო შეხვედრის მოლოდინშია, გასულ სეზონში კუნდებ ბარსელონას შემადგენლობაში 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანა მოახერხა.