არსენალი სანეთი ინტერესდება
ლონდონის არსენალი შეტევის გაძლიერებას გეგმავს, ''მეთოფეების'' ინტერესებში მუნხენის ბაიერნის ვინგერი, ლეროი სანე მოექცა. მიკელ არტეტას სურვილია, რომ ბუკაიო საკას და გაბრიელ მარტინელის, ღირსეული კონკურენტი ყავდეს. გერმანელ მოთამაშეს დიდი გამოცდილება აქვს პრემიერ ლიგაში თამაშის, გრემანელი 4 წლის მანძილზე მანჩესტერ სიტიში თამაშობდა გერმანელმა ''ქალაქელთა'' შემადგენლობაში 135 შეხვერა ჩაატარა და 40 გოლის გატანა მოახერა.
არაა გამორიცხული სანეს სამშობლოს დატოვება მოუნდეს, რადგან მუნხენურ გუნდში არ აქვს გარანტირებული სათამაშო დრო. თან სანე მოხარული იქნება თუ ინგლისში დაბრუნდება, რადგან თავის საუკეთესო ფეხბურთს სანე, სწორედ ინგლისში თამაშობდა.