ავტორიზაცია

არსენალი სელტიკის თავდამსხმელს უმიზნებს

არსენალი სელტიკის თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 15 თებ 2021, 22:33
"სელტიკის" თავდამსხმელმა, ოდსონ ედუარმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Express.

გავრცელებული ცნობით, 23 წლის ფრანგისთვის "არსენალი" იბრძვის.

როგორც იუწყებიან, ლონდონელებმა შესაძლოა ფეხბურთელი 17 მილიონ ევროდ დაიმატონ.

ამ სეზონში ედუარმა "სელტიკის" რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.