ავტორიზაცია

არსენალი ტომიასუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

არსენალი ტომიასუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 30 Nov 2023, 20:36
"არსენალი" ტაკეჰირო ტომიასუსთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Athletic იუწყება.

წყაროს ცნობით, "არსენალმა" ტომიასუს შეთავაზება უკვე გაუკეთა.

ტომიასუს "მეთოფეებთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

საერთო ჯამში ტომიასუმ "არსენალში" 71 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.