ავტორიზაცია

არსენალის დაგეგმილი სამი ქულა — მეთოფეებმა ლიდსი დაამარცხეს

არსენალის დაგეგმილი სამი ქულა — მეთოფეებმა ლიდსი დაამარცხეს
თარიღი 31 Jan 2026, 21:31
ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, არსენალი ლიდს ესტუმრა და მეოტეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

მატჩის ანგარიში სტუმრებმა 27-ე წუთზე გახსნეს — თავი ზუბიმენდიმ გამოიჩინა, რასაც 11 წუთში დარლოვის ავტოგოლი მოჰყვა. 69-ე წუთზე გიოკერესმა სხვაობა სამამდე გაზარდა, ხოლო 86-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა საბოლოო ანგარიში, 0-4 დააფიქსირა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ არსენალს 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. მომდევნო ტურში მიკელ არტეტას გუნდი სანდერლენდს უმასპინძლებს.