არსენალის დაგეგმილი სამი ქულა — მეთოფეებმა სანდერლენდი დაამარცხეს

ინგლისის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, ლონდონის არსენალმა სანდერლენდს უმასპინძლა და მეტოქე სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს — 42-ე წუთზე თავი სუბიმენდიმ გამოიჩინა. 66-ე წუთზე, იოკერეშმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
არსენალი 3-0 სანდერლენდი
გოლები: 1-0 სუბიმენდი (42'), 2-0, 3-0 იოკერეში (66', 90+3')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, არსენალს 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში მიკელ არტეტას გუნდი ბრენტფორდს ესტუმრება.

