ავტორიზაცია

არსენალის კაპიტანი სეზონის სტარტისთვის მზადაა

არსენალის კაპიტანი სეზონის სტარტისთვის მზადაა
თარიღი 08 ივლ 2024, 14:23
ლონდონის არსენალის, ნორვეგიელმა კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა, წინასასეზონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი სრულს მზადყოფნაში, არიან ახალი სეზონისთვის. გასული სეზონი ჩვენთვის საკმაოდ კარგი და გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ არა საკმარისი, რადგან ჩვენ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და გავუშით ხელიდან ჩემპიონობა. ოდეგორის თქმით, ის და მისი გუნდი ახალი სეზონისთვის უფრო მოტივირებული, მშიერი და მწყურვალე დაბრუნდება მწვანე მინდორზე და მიზანი ერთი იქნება საოცნებო პრემიერ ლიგის მოგება. 

ჩვენი ძლიერი მხარე ერთიანობაა ჩვენ ყველა პრობლემას ერთად ვეჭიდებით და ვცდილობ მის გადალახვას. ჩვენი მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ორმაგად მოტივირებულია, მას დიდი სურვილი აქვს, რომ დაამარცხოს მანჩესტერ სიტი და მათი თავკაცი, მისი მასწავლებელი პეპ გვარდიოლა, დიდი შანსია, რომ ეს უკანასკნელი შანსი იყოს არტეტასათვის, რადგან ''ქალაქელთა'' თავკაცი 2025 წელს გეგმავს სიტის დატოვებას. 

ოდეგორმა ასევე, ახსენა თავისი სათამაშო ფორმა, მისი თქმით, ის მზადაა ახალი გრძელი სეზონისთვის, მარტინს არ მოუწია ევროსარბიელზე თამაში და ძალები სრულად აღიდგინა. ''მეთოფეთა'' კაპიტანი გუნდის ლიდერია და სეზონის სტარტზე ბევრი, რამ იქნება მასზე დამოკიდებული.