არსენალის მარტივი გამარჯვება — არტეტას გუნდმა ლიდსი გაანადგურა

ინგლისის პრემიერ ლიგის მეორე ტურში, ლონდონის არსენალმა საკუთარ მოედანზე ლიდსი მიიღო და მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა.
აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი იურიენ ტიმბერმა და ვიქტორ იოკერესმა გაიფორმეს, ხოლო ლიდსის კარში ერთი გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგას არსენალი უდანაკარგოდ ლიდერობს — მომდევნო ტურში მეთოფეები მოქმედ ჩემპიონს, ლივერპულს ესტუმრებიან.