არსენალის მორიგი ტრანსფერი — მეთოფეებმა 27 წლის შემტევი დაიმატეს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის არსენალი აქტიურობას აგრძელებს და მორიგ ტრანსფერს ხურავს.
ბრიტანული მედიის ცნობით, კრისტალ პალასის შემტევი, ებერეჩი ეზე კარიერას არსენალში გააგრძელებს — მხარეებმა ტრანსფერის ყველა დეტალი მოაგვარეს.
ებერეჩი ეზე კრისტალ პალასში 2020 წლიდან ირიცხებოდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 168 მატჩში 40 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.