არსენალის ყოფილი მცველი ზაფხულში ინტერ მაიამიში გადავა

"ვესტ ბრომვიჩის" მცველი, კირან გიბსი კარიერას მლს-ში გააგრძელებს, წერს ESPN.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ინგლისელმა "ინტერ მაიამიში" გადასვლაზე სიტყვიერი თანხმობა განაცხადა.
მოგეხსენებათ, ამერიკული კლუბის ერთ-ერთი თანამფლობელი დევიდ ბექჰემია.
მიმდინარე სეზონში გიბსმა, რომელმაც სახელი "არსენალში" თამაშით გაითქვა, 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი წითელი ბარათი მიიღო.