ავტორიზაცია

არსენალმა 80 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელის უფასოდ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა

არსენალმა 80 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელის უფასოდ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა
თარიღი 09 Sep 2023, 22:39
„არსენალმა“ კოტდიუვარელი შემტევის, ნიკოლას პეპეს წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებმა კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტაზე მოილაპარაკეს და პეპემ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ფეხბურთელი კარიერას „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს, რომელთანაც პირადი კონტრაქტის ყველანაირი დეტალი უკვე შეთანხმებული აქვს.

„არსენალმა“ პეპე 80 მილიონ ევროდ „ლილიდან“ 2019 წელს შეიძინა, გასული სეზონი კი მან „ნიცაში“ იჯარით გაატარა.