არსენალმა დამაიმედებელი ტრანსფერი გაჩარხა - დარჩენილია მხოლოდ ფორმალური დეტალები
ლონდონის "არსენალი" უქმად არ არის და მომავალი სეზონისთვის, გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.
როგორც ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, "მეთოფეებმა" ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს ბრაზილიურ "სან პაულოსთან" და მათი ახალგაზრდა მარჯვენა ვინგერი, მარკინიოსი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს.
კლუბებს შორის დარჩენილია მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაციის გაცვლა. ბრაზილიური კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ 3/3.5 მილიონ ევროს მიიღებს, როდესაც ფორმალური დეტალები მოგვარდება. მარკინიოსი 2003 წელს არის დაბადებული და გუნდთან კონტრაქტი ეწურებოდა, რითაც ლონდონურმა კლუბმა ისარგებლა.