ავტორიზაცია

არსენალმა გუშინდელ მატჩში 2 რეკორდი დაამყარა

არსენალმა გუშინდელ მატჩში 2 რეკორდი დაამყარა
თარიღი 05 Mar 2025, 15:51
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, თანაც გასვლაზე, არსენალმა პსვ ეინდჰოვენი 7-1 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ მიკელ არტეტას გუნდის რიგებიდან გოლი 6-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა - Squawka-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში, გასვლით შეხვედრაში ასეთი შედეგი არავის დაუფიქსირებია.

ამასთან, არსენალი პირველი გუნდია, რომელმაც პლეიოფში, გასვლაზე 7 გოლი გაიტანა.

"მეთოფეთა" მხრიდან გოლები იურიენ ტიმბერმა, ეთან ნვანერიმ, მიკელ მერინომ, მარტინ ედეგორმა (2), ლეანდრო ტროსარმა და რიკარდო კალაფიორიმ გაიტანეს, ნიდერლანდელთა რიგებიდან ერთადერთი ბურთი კი ნოა ლანგმა შეაგდო.