ავტორიზაცია

არსენალმა რამსდეილის შემცვლელი იპოვა

არსენალმა რამსდეილის შემცვლელი იპოვა
თარიღი 10 ივნ 2024, 19:24
De Telegraaf-ის ინფორმაციით, არსენალი ფიქრობს, რომ ჯასტინ ბილოუ აარონ რამსდეილის იდეალური შემცვლელი იქნება. 

მოსალოდნელია, რომ რამსდეილი ლონდონელთა რიგებს დატოვებს, რადგან ინგლისელი ამჟამინდელი სიტუაციით უკმაყოფილოა. ის სასტარტო შემადგენლობიდან დავიდ რაიამ ამოაგდო.

"მეთოფეებისთვის" პრობლემა ისაა, რომ ნიდერლანდელი მეკარისთვის ბრძოლაში ლივერპულიცაა ჩართული, მერსისაიდელთა ახალი მწვრთნელი კი არნე სლოტია, რომელთანაც 26 წლის კიპერი ფეიენოორდში მუშაობდა.

"ენფილდის" ბინადრებს ჯასტინის შეძენა იმიტომ სურთ, რომ არსენალის მსგავსი სიტუაცია აქვთ - ლივერპული, შესაძლოა, ალისონ ბეკერის დუბლიორმა, კაოიმჰინ კელეჰერმა დატოვოს.

ბილოუ სამშობლოს, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულშივე დატოვებს და პრემიერ ლიგაში გადაბარგდება. Transfermarkt-ი მას 13 მილიონ ევროდ აფასებს. 26 წლის მეკარემ ერედივიზიონის გასულ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.