ავტორიზაცია

არსენალმა საკლუბო რეკორდი დაამყარა

არსენალმა საკლუბო რეკორდი დაამყარა
თარიღი 10 იან 2023, 16:05
ორშაბათს საღამოს "არსენალმა" "ოქსფორდ იუნაიტედი" 3-0 დაამარცხა და ინგლისის ასოციაციის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ეს გამარჯვება "მეთოფეებისთვის" მე-20 იყო ამ სეზონში. მიკელ არტეტას გუნდმა სეზონში 25 თამაში ჩაატარა.

"არსენალს" არასოდეს მიუღწევია 20 მოგების ზღვარს ასე ადრე არც ერთ სეზონში. Opta-ს ცნობით, სეზონის დაწყებიდან 25 თამაშში 20 მოგება "მეთოფეებისთვის" საკლუბო რეკორდია.

"არსენალი" მომდევნო მატჩს 15 იანვარს, პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემთან" სტუმრად გამართავს. „მეთოფეები“ ამჟამად პრემიერ ლიგას ლიდერობენ უახლოეს მდევარ მანჩესტერ "სიტისთან" უპირატესობა ხუთი ქულას შეადგენს.