ავტორიზაცია

არსენალმა შესაძლოა რეალიდან სებალოსი შეისყიდოს

არსენალმა შესაძლოა რეალიდან სებალოსი შეისყიდოს
თარიღი 13 თებ 2021, 23:40
"არსენალში" იჯარით მოასპარეზე "რეალის" ნახევარმცველი, დანი სებალოსი შეიძლება ლონდონურ კლუბში დარჩეს, წერს Sky Sports.

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ლონდონელებმა 24 წლის ესპანელი 25 მილიონ ევროდ შეისყიდონ.

სებალოსი "მეთოფეთა" ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს. ამ სეზონში ესპანელმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.