არსენალმა სტუმრად ბარნლის ვერ მოუგო [VIDEO]
![არსენალმა სტუმრად ბარნლის ვერ მოუგო [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/zx6922IoC8AJFCXWWcgkXE39Zb1DA88m.jpg)
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში „არსენალმა“ სტუმრად „ბარნლის“ ვერ მოუგო - 1:1.
მიკელ არტეტას გუნდი წინ მეექვსე წუთზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით გავიდა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა 39-ზე, ვუდის დახმარებით მოახერხეს და მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.
„არსენალი“ 38 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, „ბარნლი“ კი 30 ქულით მე-15 პოზიციაზეა.
შემდეგ ტურში, „არსენალი“ 14 მარტს „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.