არსენალმა ზირკზეს აგენტთან მოლაპარაკება გამართა

ლონდონის "არსენალი" აგრძელებს ახალი თავდამსხმელის ძიებას.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, "მეთოფეების" ხელმძღვანელობამ პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა ჯოშუა ზირკზეს აგენტთან.
"ბოლონიას" ნიდერლანდელი ფორვარდი "არსენალის" მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
22 წლის ფორვარდმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.