არსენალს 3 ფეხბურთელის გაყიდვა სურს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო თვე ლონდონის არსენალისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება.
The Athletic-ის ინფორმაციით, "მეთოფეები" 31 აგვისტომდე აარონ რამსდეილის, რეის ნელსონისა და ედი ნკეტიას გაყიდვაზე იმუშავებენ, რადგან ისინი მიკელ არტეტას გეგმებში არ შედიან.
ამასთან, არსენალს შემტევის დამატება სურს, მაგრამ პოტენციური ტრანსფერები, წამსვლელებზე იქნება დამოკიდებული.