არსენალს გუნდის კაპიტანი უბრუნდება
ლონდონის არსენალის ბანაკიდან კარგი ამბავია, 1 თვიანი პაუზის შემდეგ “მეთოფეებს“ გუნდის კაპიტანი მარტინ ოდეგორი უბრუნდება. ნორვეგიელმა მოთამაშემ ტერფის ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს ავსტრიასთან შეხვედრაში მიიღო. მიმდინარე პრემიერ ლიგის გათამაშებაში, არსენალის ლიდერს მხოლოდ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის არყოფნაში მიკელ არტეტას გუნდმა სერიოზული პრობლემები განიცადა.
მარტინ ოდეგორის მოედანზე დაბრუნება ნიუკასლთან გასვლით შეხვედრაში იგეგმება, ასევე არსენალს შუა კვირაში ჩემპიონთალიგური დაპირიდპირება ელოდება მილანის ინტერთან. ამ წუთისთვის არსენალი პრემიერ ლიგის გათამაშებაში 9 მატჩის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ მანჩესტერ სიტის 5 ქულით ჩამორჩება.