ავტორიზაცია

არსენალს ინგლისის ნაკრების გოლკიპერის ფასი შეუთვალეს

არსენალს ინგლისის ნაკრების გოლკიპერის ფასი შეუთვალეს
თარიღი 24 Jul 2021, 23:29

"არსენალი" "შეფილდ იუნაიტედის" გოლკიპერ აარონ რამსდეილის ტრანსფერზე მოლაპარაკებების გამართვას აგრძელებს, წერს The Times.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ინგლისელის ტრანსფერზე "მეთოფეთა" ორი წინადადება უკვე უარყვეს და ლონდონურ კლუბს აცნობეს, რომ ფეხბურთელს მხოლოდ 32 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაუშვებენ.

გასულ სეზონში რამსდეილმა "შეფილდის" რიგებში 42 მატჩი ჩაატარა, 68 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა.

აღსანიშნავია, რომ გოლკიპერი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.