ავტორიზაცია

"არსენალში ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა", - ოდეგორმა რეალში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

"არსენალში ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა", - ოდეგორმა რეალში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
თარიღი 15 თებ 2021, 15:07
„არსენალის“ ნახევარმცველმა, მარტინ ოდეგორმა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

ნორვეგიელი ლონდონურ კლუბს იჯარით, მადრიდის „რეალიდან“, გასულ თვეში შეუერთდა.

„იჯარის დასრულების შემდეგ „რეალში“ დაბრუნება? არასდროს არ იცი, რა მოხდება. ამჟამად, მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ამ სეზონში ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს დავეხმარო.

„არსენალში“ მოსვლის პირველივე დღიდან თავს კარგად ვგრძნობ. აქ ყველაფერი ცოტა განსხვავებულადაა, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი. პირველივე დღიდან ძალიან დამეხმარნენ: კლუბი, თანაგუნდელები და მწვრთნელი.“ - ციტირებს ოდეგორის სიტყვებს Mundo Deportivo.

კლუბში გადასვლის შემდეგ, ოდეგორმა პრემიერ ლიგის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.