ავტორიზაცია

არსენლამა გირასის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

არსენლამა გირასის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
თარიღი 25 ივნ 2024, 12:57
ლონდონის "არსენალმა" "შტუტგარტის" ცენტრის ფორვარდის სერუ გირასის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო. 

ამის შესახებ ინსაიდერმა ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში იტყობინება. 

"მეთოფეების" მთავარი კონკურენტი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ბრძოლაში დორტმუნდის "ბორუსიაა". 

ლონდონელებმა გირასის აგენტს აცნობეს, რომ თავდამსხმელი კლუბის პრიორიტეტული სამიზნეა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში. 

გასული სეზონის ბუნდესლიგაში ფორვარდმა 28 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

გიირასის მოქმედი კონტრაქტი "შტუტგარტთან" 2026 წლის ზაფხულში ეწურება.