ავტორიზაცია

არტეტა: "არსენალს ახალი ლიდერი ჰყავს"

არტეტა: "არსენალს ახალი ლიდერი ჰყავს"
თარიღი 22 თებ 2021, 16:12
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ თავისი ერთ-ერთი შეგირდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ოდეგორის სახით არსენალმა ახალი ლიდერი დაიმატა. თავისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა.

ნორვეგიელი შემტევი ნახევარმცველი გადმოვიდა ცოტა ხნის წინ და ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები მას არ ჰქონია.

მარტინი არსენალში არის სეზონის ბოლომდე და ჩვენი მიზანია დარჩენილ დროში მისი სრულფასოვნად გამოყენება", - განაცხადა ბასკმა.

შეგახსენებთ, "მეთოფეების" ფლეიმეიქერი არის მადრიდის "რეალის" საკუთრება და პრემიერ ლიგაში ის განათხოვრებით თამაშობს.