ავტორიზაცია

არტეტა ჩელსისთან მოგების შემდეგ: "ეს საკმარისი არ არის"

არტეტა ჩელსისთან მოგების შემდეგ: "ეს საკმარისი არ არის"
თარიღი 03 მაი 2023, 11:36
პრემიერ ლიგის გასულ ტურში გაიმართა ლონდონური დერბი "არსენალსა" და "ჩელსის" შორის, რომელიც მეთოფეების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გააკეთა და გუნდის თამაში შეაფასა.

"პირველი 60 წუთი გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა ვფიქრობ, ყველა თამაშში ეს საკმარისი არ იქნება.

ამ დროში ვაჩვენეთ მობილურობა და სწორი თამაში, რაშიც გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ. ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე დაბრუნება იყო და ეს გავაკეთეთ.

ოდეგორი? მას ამ სეზონში უკვე 14 გოლი აქვს და კმაყოფილი ვარ მისი ლიდერული თვისებებით", - განაცხადა არტეტამ.