ავტორიზაცია

არც მოურინიო, არც მისი ასისტენტი - ვინ გაიყვანს რომას სერია ა-ს მატჩში?

არც მოურინიო, არც მისი ასისტენტი - ვინ გაიყვანს რომას სერია ა-ს მატჩში?
თარიღი 19 Aug 2023, 01:03
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს "რომა" და "სალერნიტანა" დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ რომაელთა მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს და მის ასისტენს დისკვალიფიკაცია აქვთ.

შესაბამისად, "რომას" აღნიშნულ შეხვედრაში ამავე გუნდის ლეგენდა, ბრუნო კონტი გაიყვანს.

მოურინიოს სერია ა-ს წინა სეზონში რამდენჯერმე ჰქონდა დისკვალიფიკაცია და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. ძირითადი მიზეზი მსაჯებთან კამათია.