ავტორიზაცია

არველაძე, ქინქლაძე, კვარაცხელია — ქართველები ჩემპიონთა ლიგის მომგებ კლუბებში

არველაძე, ქინქლაძე, კვარაცხელია — ქართველები ჩემპიონთა ლიგის მომგებ კლუბებში
თარიღი 06 Aug 2025, 16:11
უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება სხვადასხვა დროს 24 კლუბმა შეძლო და აღსანიშნავია, რომ 10-ში ქართველ ფეხბურთელს უთამაშია.

ჰამბურგში გადასვლით, გიორგი გოჩოლეიშვილი აღნიშნულ რეიტინგში გახდა მე-15 ქართველი ფეხბურთელი — შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კლუბმა ის იჯარის წესით დაიმატა.

15 ქართველი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მომგებ კლუბში ითამაშა

1) აიაქსი – შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, გიორგი მიქაუტაძე
2) ჩელსი – რატი ალექსიძე
3) ცრვენა ზვეზდა – ირაკლი აზაროვი
4) ფეიენოორდი – გიორგი დემეტრაძე
5) ჰამბურგი – გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი
6) ლივერპული – გიორგი მამარდაშვილი
7) მანჩესტერ სიტი – გიორგი ქინქლაძე, კახაბერ ცხადაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია
8) მილანი – კახა კალაძე
9) პარის სენ-ჟერმენი – ხვიჩა კვარაცხელია
10) პსვ ეინდჰოვენი – გოგა გახოკიძე