ავტორიზაცია

AS: ბარსელონა დანებდა, კატალონიურმა გრანდმა მესის ფასი დაასახელა

AS: ბარსელონა დანებდა, კატალონიურმა გრანდმა მესის ფასი დაასახელა
თარიღი 26 Aug 2020, 22:48
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდში არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის შენარჩუნებას შეუძლებლად მიიჩნევს, ამიტომაც კლუბი მზადაა მისი გაყიდვის ვარიანტი განიხილოს, წერს AS.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, კატალონიური გრანდი მესის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას არ მოითხოვს, რომელიც 700 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ მზადაა ფეხბურთელი არანაკლებ 223 მილიონად გაყიდოს, რათა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელოს.

კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ მესი კონტრაქტს ვერ გაწყვეტს. ასე და ამგვარად, არგენტინელი ან გაიყიდება ან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩება, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ამ ეტაპზე, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარია, რომელიც 2017 წელს "ბარსადან" "პსჟ"-ში 222 მილიონ ევროდ გადავიდა.