"ასე სრულდება როდესაც დაღესტნელი მოჭიდავე ხვდება ქართველს" — ილია თოფურია

UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა მსაჯების გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ქამარი დაიცვა.
აღნიშნულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში UFC-ის კიდევ ერთ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია გამოეხმაურა და მერაბ დვალიშვილს ტიტულის დაცვა მიულოცა.
"მერაბ, ჩემო ძმაო, საოცარი მებრძოლი ხარ! ვამაყობთ შენით! ასე ხდება როდესაც დაღესტნელი მოჭიდავე ხვდება ქართველს" — დაწერა სოციალურ ქსელში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა.