"ასეთია ფეხბურთის რეალობა" — ლუის ენრიკე

უეფას სუპერ თასის მატჩი პსჟ-ს და ტოტენჰემს შორის 2-2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება პარიზელებს დარჩათ.
პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩს შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გუნდს განვითარების შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს.
"უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტებით და აღვნიშნოთ კიდევ ერთი ტიტული, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს ეძღვნება. ტოტენჰემმა შესანიშნავად ითამაშა, ვფიქრობ, მათ უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა, ასეთია ფეხბურთის რეალობა. რაც შეეხება ჩემს გუნდს, წინსვლისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს და მოთამაშეებისგან კიდევ უფრო მეტს ვითხოვ" — ლუის ენრიკე.