აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინალში მასპინძელი საფრანგეთი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ამერიკელებმა პარიზში გამართულ შეხვედრაში 4-დან 3 მეოთხედში იმარჯვეს და ჯამში, მეტოქეს 98-87 მოუგეს.

ყველაზე მეტი ქულა (26) ფრანგმა ვიქტორ ვემბანიამამ ჩააგდო, აშშ-ის მხრიდან კი საუკეთესო სტეფ კარი იყო (24 ქულა). ყველაზე მეტი ასისტი (10) ლებრონ ჯეიმსმა მიითვალა, ყველაზე მეტი მოხსნა (6) კი ვემბანიამას ჰქონდა.
ამერიკა ოლიმპიადის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა.
მე-3 ადგილისთვის გამართულ მატჩში სერბეთმა გერმანიას 93-83 სძლია. ნახევარფინალში სერბებმა სწორედ ამერიკელებთან წააგეს, გერმანელებმა კი - ფრანგებთან.