ასისტი გააკეთა, მაგრამ წააგეს - კიტეიშვილის შეფასება ევროპა ლიგის მატჩიდან

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩი "შტურმსა" და "სპორტინგს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "შტურმის" ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი.
კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა ჩაიწერა. გოლი სწორედ მის დარტყმულს მოჰყვა და 7.0 შეფასებაც დაიმსახურა.
