ასმირ ბეგოვიჩი პრემიერ ლიგაში ბრუნდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ევერტონმა ასმირ ბეგოვიჩთან შეთანხმებას მიაღწია.
ბოსნიელი მეკარე მერსისაიდელებთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომდევნო 24/48 საათში გაივლის.
ბეგოვიჩი 2021-2023 წლებში სწორედ ევერტონში თამაშობდა, შემდეგ ქუინს პარკ რეინჯერში გადავიდა, ახლა კი პრემიერ ლიგაში ბრუნდება.