ავტორიზაცია

ასტონ ვილა კოუტინიოს კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს

ასტონ ვილა კოუტინიოს კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს
თარიღი 13 ივნ 2024, 10:51
საუდის არაბეთში 1 წლიანი იჯარის შემდეგ, ფილიპე კოუტინიო ინგლისში ბრუნდება, თუმცა, მისი მომავალი გაურკვეველია.

ასტონ ვილას 32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გუნდში დატოვება არ სურს და TheAthletic-ის ცნობით, მისი კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ასტონ ვილამ კოუტინიო 2022 წელს ბარსელონადან დაიმატა — გასულ სეზონში, მან ალ დუჰაილის მაისური 22 მატჩში მოირგო, 7 გოლი გაიტან და 3 საგოლე გადაცემა გაიფორმა.