ატალანტა ალკმაარის თავდამსხმელის ტრანსფერზე მუშაობს

"ალკმაარის" თავდამსხმელმა, ტენ კოპმეინერსმა კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ატალანტა" 23 წლის ჰოლანდიელთან მოლაპარაკებების გამართვას აგრძელებს. ბერგამოელებმა ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს.
ამავდროულად, "ალკმაარს" ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება უნდა, როცა "ატალანტა" 15 მილიონს იხდის + ბონუსები.
გასულ სეზონში კოპმეიერსმა საერთო ჯამში 40 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.