ავტორიზაცია

ატალანტა ჰოილუნისთვის 80 მილიონ ევროს ითხოვს - მანჩესტერ იუნაიტედი ფასის დაწევას შეეცდება

ატალანტა ჰოილუნისთვის 80 მილიონ ევროს ითხოვს - მანჩესტერ იუნაიტედი ფასის დაწევას შეეცდება
თარიღი 26 ივლ 2023, 16:10
"ატალანტამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდის სატრანსფერო ფასი დაუსახელა, რომელიც "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბერგამასკოსებს თავდამსხმელისთვის 80 მილიონი ევრო უნდათ. 

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ფასის 70 მილიონ ევრომდე შემცირებას შეეცდება. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჰოილუნდმა მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა იტალიის სერია A-ში, სადაც ცხრა გოლი გაიტანა.