ატალანტა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარეს კვლავ იჯარით უშვებს

"ატალანტას" გოლკიპერი, მარკო კარნესეკი "კრემონეზეში" დაბრუნდა.
ბერგამოელები იტალიის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის გოლკიპერს კვლავ იჯარით გაუშვებენ, წერს TMW.
გასულ სეზონში კარნესეკიმ სერია ბ-ში 20 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა.
მოქმედი კონტრაქტის ვადა ახალგაზრდა კიპერს "ატალანტასთან" 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.