ავტორიზაცია

ატალანტა მზად არის სკამაკას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს

ატალანტა მზად არის სკამაკას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს
თარიღი 02 აგვ 2023, 17:08
"ვესტ ჰემის" თავდამსხმელის ჯანლუკა სკამაკას ტრანსფერით "ატალანტა" ინტერესდება. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი მზადაა 24 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია , რომ სკამაკა მილანის "ინტერში" გადასვლასთან ახლოსაა, რომელთანაც პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმებულია.

გასულ სეზონში თავდამსხმელმა "ვესტ ჰემში" 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.