ატალანტა სამარჯიჩის ტრანსფერზე მუშაობს
მომავალი სეზონიდან "ატალანტას" რიგებს შესაძლოა, სერბი ნახევარმცველი დაემატოს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლები "უდინეზეს" ნახევარმცველის, ლაზარ სამარჯიჩის აგენტებს შეხვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება საკმაოდ ახლოა.
წყარო ასევე წერს, რომ "ატალანტა" "უდინეზეს" დაუკავშირდა, რათა სამარჯიჩის კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმდნენ.
22 წლის სამარჯიჩმა გასულ სეზონში სერია A-ში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.