ატალანტა სასუოლოს ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

"ატალანტა" "სასუოლოს" ნახევარმცველის, ჟერემი ბოგას შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც აღინიშნება, მხარეებს ფასზე საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, რადგან "სასუოლო" 25 მილიონ ევროს ითხოვს.
2021/22 წლების სეზონში ბოგამ ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი პასი გააკეთა.