ატალანტამ და არსენალმა ქულები გაიყვეს

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ბოლო სათამაშო დღეს, ატალანტამ და არსენალმა ფრედ ითამაშეს.
ჯან პიერო გასპერინის შეგირდებმა 51-ე წუთზე შესანიშნავი შანსი მიიღეს, მაგრამ მატეო რეტეგიმ პენალტი ვერ გაიტანა. საბოლოოდ, ბერგამოში გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
მომდევნო ტურში ატალანტა შახტარს დაუპირისპირდება (2 ოქტომბერი), არსენალი კი - პარი სენ-ჟერმენს (1 ოქტომბერი).