ავტორიზაცია

ატლეტიკო ბაენათი სერიოზულად ინტერესდება

ატლეტიკო ბაენათი სერიოზულად ინტერესდება
თარიღი 14 Oct 2024, 15:47
მადრიდის ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს თავისი გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. მადრიდულმა კლუბმა ზაფხულში კონორ გალაგერი დაიმატა, მაგრამ სიმეონე ამაზე გაჩერებას არ აპირებს და თავისი გუნდის შუახაზის გაძლიერება ვილიარეალის ნახევარმცველით ალექს ბაენათი სურს. 

ბაენა “ყვითლების“ ლიდერია და მისი დამატება ატლეტიკოს ძალიან გაუჭირდება, ესპანელი მოთამაშის ანგარიშზე ამ სეზონში 1 გატანილი გოლი და 5 საგოლე პასია. ვილიარეალი სეზონს ბრწყინვალედ იწყებს და დიდი შანსია სეზონის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაზეც დაბრუნდეს ამიტომ ბაენას დამატება ზამთარში ატლეტიკოს ძალიან გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ ბაენას კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და ესპანელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონია.