ატლეტიკო მადრიდის ოთხ გულშემატკივარს პატიმრობა მიუსაჯეს

ესპანეთის სასამართლომ ოთხი ადამიანი, რომლებმაც ორი წლის წინ რეალ მადრიდის ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის ფიგურა საავტომობილო გზის ხიდზე ჩამოკიდეს, ბრალდებულად ცნო. ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში მას შემდეგ, რაც ესპანეთის დედაქალაქში 2023 წელს, კოპა დელ რეის მატჩამდე ჩამოკიდეს შავი ფიგურა, რომელზეც ვინისიუსის სახელი იყო გამოსახული. ჩამოკიდებულ ფიგურასთან ერთად, იყო ბანერი წარწერით "მადრიდს სძულს რეალი".
პროკურორების თქმით, ეს ოთხი ადამიანი მიეკუთვნებოდა ატლეტიკო მადრიდის გულშემატკივრების ჯგუფს, რომელიც იდეოლოგიურად ექსტრემალურ მემარჯვენეებთანაა იდენტიფიცირებული. ყველა ბრალდებულმა ხელი მოაწერა ბოდიშის წერილს, რომელიც მიმართულია ვინისიუსის, რეალ მადრიდის, ესპანეთის ლიგისა და ესპანეთის ფედერაციის სახელზე, რამაც გამოიწვია ზიანის ანაზღაურების შემსუბუქება.
ბრალდებულს, რომელმაც ინტერნეტში გაავრცელა სურათები, მიესაჯა 15 თვით თავისუფლების აღკვეთა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის და შვიდი თვე მუქარისთვის. დანარჩენ სამ ბრალდებულს მიესაჯა შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის და შვიდი თვე მუქარისთვის. ოთხივე მათგანმა უნდა გაიაროს ტრენინგი თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. ოთხივე ადამიანს აეკრძალა ვინისიუსთან, მის საცხოვრებელ სახლთან და მადრიდის სავარჯიშო ცენტრთან 1000 მეტრზე მიახლოება. მათ ასევე არ შეუძლიათ საფეხბურთო სტადიონებთან 1000 მეტრზე მიახლოება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებამდე ოთხი საათით ადრე და ოთხი საათის შემდეგ.⚠️ Tonight's match between Real Madrid and Atlético is once again surrounded by controversy before it even begins
— La Liga Lowdown 🧡🇪🇸⚽️ (@LaLigaLowdown) January 26, 2023
❌ A dummy wearing Vinicius’ shirt has appeared hanging from the neck and a banner saying "Madrid hates Real"#LLL
🧡🇪🇸⚽️ pic.twitter.com/7ThWRq4fZw