ავტორიზაცია

ატლეტიკო თანახმაა, ჟოაუ ფელიში ბარსელონაში კვლავ გაანათხოვროს

ატლეტიკო თანახმაა, ჟოაუ ფელიში ბარსელონაში კვლავ გაანათხოვროს
თარიღი 03 ივნ 2024, 18:31
Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონას ახალ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს სურს, რომ ჟოაუ ფელიში მომდევნო სეზონში კატალონიური კლუბის რიგებში იხილოს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელის შენარჩუნება "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობასაც უნდა. თავის მხრივ, თავად ფეხბურთელის პრიორიტეტიც ბარსაში დარჩენაა და ამის შესახებ ატლეტიკოს უკვე შეატყობინა - ის სხვა ვარიანტებს არ განიხილავს.

კატალონიური პრესა იტყობინება, რომ მადრიდული კლუბი ფელიშის ბარსელონაში კიდევ 1 სეზონით განათხოვრებას დათანხმდა. იჯარა კვლავ ისეთი იქნება, როგორიც 2023/24 წლების სეზონში იყო, რაც ნიშნავს, რომ მხარეები კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტს არ შეიტანენ.

ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ბარსას სახელფასო ლიმიტის დარეგულირება მოუწევს, სანამ "როხიბკანკოსთან" ჟოაუს თაობაზე შეთანხმებას მიაღწევს. თუმცა, დიეგო სიმეონე და თავად ფელიში მზად არიან, რომ ბარსელონას ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაელოდონ.

ფელიშმა 2023/24 წლების სეზონში ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.