ატლეტიკო უდინეზეს ნახევარმცველს ყიდულობს

"ატლეტიკო" "უდინეზეს" ნახევარმცველ როდრიგო დე პაულს დაიმატებს.
როგორც MARCA იტყობინება, მადრიდული კლუბი იტალიელებს 40 მილიონ ევროს გადაუხდის.
2020/21 წლების სეზონში არგენტინელმა "უდინეზეს" რიგებში 36 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა დე პაულს 2024 წლის ზაფხულში ეწურება.