ავტორიზაცია

ატლეტიკომ და დე პაულმა ალ აჰლის ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაუფიქსირეს

ატლეტიკომ და დე პაულმა ალ აჰლის ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაუფიქსირეს
თარიღი 22 Aug 2023, 00:19
„ატლეტიკო“ როდრიგო დე პაულს მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდის.

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდელები ჟოაო ფელიქსის გარდა არავის გაყიდვით არ არიან დაინტერესებულები და მათ შორის, დე პაულის გაყიდვის საჭიროებასაც ვერ ხედავენ.

„ატლეტიკოს“ დარწმუნება მხოლოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, მაგალითად თუ „ალ აჰლი“ 80-90 მილიონს გადაიხდის.

თავად არგენტინელი ნახევარმცველი, ისევ იმავე ესპანურ წყაროს თუ დავუჯერებთ, საუდის არაბეთში წასვლას დიდად არ მიესალმება.