ატლეტიკომ დე პაულის ტრანსფერი პრაქტიკულად დახურა

"უდინეზეს" ნახევარმცველი, როდრიგო დე პაული "ატლეტიკოში" გადასვლასთანაა ახლოს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, 27 წლის არგენტინელმა "როხიბლანკოსთან" პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.
დე პაული "როხიბლანკოში" 2026 წლამდე დარჩება. მისი წლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება, ხოლო ტრანსფერი მადრიდულ გრანდს დაახლოებით 35 მილიონი დაუჯდება + ბონუსების სახით გათვალისწინებული 4-5 მილიონი.
დე პაულმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 9 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.