ავტორიზაცია

ატლეტიკომ მორატას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ატლეტიკომ მორატას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 05 Apr 2023, 11:44
ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს. 

Relevo-ს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია 30 წლის თავდამსხმელის დონით და მისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს. თავად ფეხბურთელი კლუბში თავს კომფორტულად გრძნობს და მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

ალვარო მადრიდულ კლუბთან ერთად 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მხარეებს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

მორატამ მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. თავდამსხმელმა ათი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.