ატლეტიკომ რეალსა და ბარსელონას სატრანსფერო ბრძოლა მოუგო
"ატლეტიკო" ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სამხრეთამერიკელ ფორვარდს, მარკოს პაულოს დაიმატებს, წერს Marca.
"ფლუმინენსეს" 19 წლის თავდამსხმელი მადრიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. გუნდს იგი ამ ზაფხულს შეუერთდება.
აგრეთვე, აღინიშნება, რომ ფეხბურთელს ევროკავშირის პასპორტი უკვე აქვს და "როხიბლანკოს" რიგებში ჩარიცხვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება - პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებში მას 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.
მარკოს პაულოსადმი ინტერესს "რეალი" და "ბარსელონაც" იჩენდნენ.
19 წლის ასაკში ბრაზილიელს "ფლუმინენსეს" რიგებში უკვე 77 მატჩი აქვს ჩატარებული და 14 გოლი გატანილი.